საქართველოს და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი ამოქმედდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის სამინისტროს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი გასული წლის 27 სექტემბერს, საქართველოსაუდის არაბეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში მოეწერა. თუმცა ის მიმდინარე წლის 9 აპრილს ამოქმედდა.

როგორც მემორანდუმის ტექსტში წერია, “მხარეები კოორდინაციას გაუწევენ თავიანთ ძალისხმევას ორივე ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, მათი ტრადიციებისა და სოციალური ღირებულებების გათვალისწინებით”.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები ხელს შეუწყობენ ტურიზმის დარგის ექსპერტებისა და მეცნიერების გაცვლას, ასევე იმ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტურიზმის სფეროში კვლევების განხორციელებაზე.

ასევე, მხარეები, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ხელს შეუწყობენ თავიანთი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობას ორივე ქვეყანაში გამართულ გამოფენებში, კონფერენციებსა და სემინარებში.

ამასთან, მხარეები გაცვლიან ინფორმაციას თავიანთ ქვეყნებში ტურიზმის სფეროში არსებული საინვესტიციო პროექტების შესახებ. და მხარეები განიხილავენ ტურიზმის დარგის ექსპერტებისა და მედიის წარმომადგენელთათვის გაცნობითი ტურების ორგანიზების შესაძლებლობას.

ცნობისთვის, 2025 წლის I კვარტალში საუდის არაბეთიდან საქართველოში 6 500 ვიზიტი განხორციელდა, 2024 წლის პირველ კვარტალში კი 6000. შესაბამისად, ზრდა 8.3%-ია. ამასთან, 2024 წელს, საუდის არაბეთიდან ჯამურად 88 298 ვიზიტი დაფიქსირდა.

Scroll to Top

Add Your Heading Text Here

Lisi Luxury Residence