უძრავი ქონება საქართველოში და მათი იურიდიული სტატუსი

 

უძრავი ქონება კაპიტალია, რომელიც ისევ უალტერნატივო ინვესტიციაა, რომელსაც გარანტირებული მოგება მოაქვს მფლობელისთვის. ბინის ყიდვაში ინვესტირება ყოველთვის გონივრული გადაწყვეტილებაა, თუმცა აუცილებელია ყველა რისკის გააზრებული შეფასება. ზოგი ადამიანი უძრავ ქონებას ყიდულობს შემდგომი გადაყიდვის მიზნით, რადგან უმეტეს შემთხვევაში, მისი ღირებულება იზრდება და მფლობელს მოგებას აძლევს, ზოგი კი ქონებას კომერციული მიზნებისთვის იძენს.

უძრავ ქონებაში ინვესტირება კაპიტალის დაგროვებისა და სტაბილური მომავლის შექმნის ერთ-ერთ გამოცდილ სტრატეგიას წარმოადგენს. ბოლო წლებში საქართველოში უძრავი ქონების მიმართ მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა, რაც განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორისაა: ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, საგადასახადო და იურიდიული ფაქტორები, ტურიზმის ზრდა და ინფრასტრუქტურის განვითარება. ქვეყნის კლიმატს და ბუნებრივ რესურსებსაც მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაში. საქართველოს თითოეულ რეგიონს აქვს თავისი უნიკალური მახასიათებლები — იქნება ეს მთიანი თუ ზღვისპირა ზონა — რაც უძრავი ქონების ბიზნესის განვითარებისთვის მრავალ შესაძლებლობას ქმნის.

უძრავი ქონების შეძენისას, მოქალაქეთა დიდი ნაწილი არ არის ინფორმირებული ქონების არსებული იურიდიული სტატუსის შესახებ, რაც შემდგომში მრავალი პრობლემის მიზეზი ხდება.

თანამედროვე ეტაპზე, უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ კანონმდებლობა არაერთ საინტერესო ცვლილებას შეიცავს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გარიგების გაფორმებამდე რეკომენდებულია, მყიდველმა შეამოწმოს უძრავი ქონების იურიდიული სტატუსი, კერძოდ:

საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები და რეგისტრაციის ორგანოში დაცული დოკუმენტაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, რაც საქართველოს კანონმდებლობითაა განსაზღვრული.

უძრავი ქონების იურიდიული სტატუსის შესახებ ინფორმაცია ასახავს მონაცემებს ქონებაზე არსებულ უფლებებზე, საჯარო-სამართლებრივ შეზღუდვებზე, საგადასახადო გირავნებს/იპოთეკებსა და საკუთრებაზე უარის თქმაზე იმ მომენტში, როდესაც ეს დოკუმენტი მზადდება.

რას ნიშნავს უძრავი ქონების იურიდიული სტატუსის შესახებ ინფორმაციის მომზადება?

ეს გულისხმობს ეროვნული საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ კონკრეტულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლებების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების, საგადასახადო გირავნებისა/იპოთეკებისა და საკუთრებაზე უარის თქმის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

როდის ჩნდება უძრავი ქონების იურიდიული სტატუსის შესახებ ინფორმაციის მომზადების საჭიროება?

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების (ყიდვა, გაცვლა, იჯარა, იპოთეკა) დადებისას, უფლების შემძენს (მყიდველს, იპოთეკარს) უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ქონების იურიდიულ სტატუსზე, რათა მომავალში თავიდან აიცილოს გარიგებით გათვალისწინებული უფლების წარმოშობის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სირთულეები.

ვისთვის არის განკუთვნილი უძრავი ქონების იურიდიული სტატუსის შესახებ ინფორმაციის მომზადების სერვისი?

სერვისი განკუთვნილია ნებისმიერი პირისთვის, ვისაც სურს მიიღოს ინფორმაცია კონკრეტული უძრავი ქონების იურიდიულ სტატუსზე.

ვის უნდა მიმართოთ უძრავი ქონების იურიდიული სტატუსის შესახებ ინფორმაციის მოსამზადებლად?

ამისთვის უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ ოფისს.

Scroll to Top

Add Your Heading Text Here

Lisi Luxury Residence