...

ავიაკომპანია easyJet-მა ლონდონიდან და მილანიდან თბილისის მიმართულებით ოპერირება დაიწყო

ბრიტანულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ, easyJet-მა გაერთიანებული სამეფოდან და იტალიიდან საქართველოს მიმართულებით პირველი რეისები შეასრულა.

ავიაკომპანიამ ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში A320 neo ხომალდით გვიან ღამით 175 მგზავრი ჩამოიყვანა, ხოლო მილანის მალპენზას აეროპორტიდან – 172 მგზავრი.

easyJet-მა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები ერთდროულად სამი მიმართულებით, ჯამურად, კვირაში ექვსი სიხშირით დაიწყო. 31 მარტს ავიაკომპანიამ პირველი პირდაპირი ფრენა თბილისი მიმართულებით ჟენევიდან განახორციელა, რითიც საქართველო შვეიცარიას უმოკლესი პირდაპირი გზით დაუკავშირდა.

ავიაკომპანიის საქართველოში ოპერირებასთან დაკავშირებით ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, აწარმოა.

ავიაკომპანია easyJet-ი 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს.

Scroll to Top
Leave a number (Geogorian)

Arkan

დატოვე ნომერი

 

გთხოვთ შეავსოთ საჭირო ველები. ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ!

 

 

დაგვიკავშირდით

 

  +995 595 05 66 66

  info@arkan-property.com

 

Add Your Heading Text Here

Lisi Luxury Residence