...

„Arkan Property“ და „Verona“ პარტნიორობას იწყებენ

2025 წლის 4 ივლისს, უძრავი ქონების კომპანია Arkan Property-მ და პრემიუმ ხარისხის ინტერიერის მასალებისა და ავეჯის ბრენდმა Verona-მ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს (MoU), რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას ითვალისწინებს.

თანამშრომლობის მიზანია Arkan-ის საცხოვრებელი პროექტების გაუმჯობესება – კლიენტებისთვის სრულად გარემონტებული, მაღალი ხარისხის ავეჯით აღჭურვილი საცხოვრებელი ბინების შეთავაზება. ბინები მოეწყობა Verona-ს ავეჯითა და Veneto Design-ის აქსესუარებით. დიზაინის კონცეფციას და ელემენტებს Verona შეარჩევს, რაც უზრუნველყოფს კომფორტის, ფუნქციონალურობისა და ესთეტიკის სრულყოფილ ერთიანობას თითოეულ ბინაში.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს „Arkan Property“–ის მარკეტინგის მენეჯერმა ნანუკა ალავიძემ და „Verona“–ს თანადამფუძნებელმა არჩილ მგალობლიშვილმა.

„Arkan Property“–ის მარკეტინგის მენეჯერი, ნანუკა ალავიძე:
„სრულად გარემონტებული და მოწყობილი საცხოვრებელი ბინების შეძენისას, ჩვენ მომხმარებელს დახვდება გარემო, სადაც კომფორტი და ესთეტიკა ერთმანეთთან ჰარმონიულად იქნება შერწყმული. Verona-ს ავეჯი და Veneto Design-ის მასალები საშუალებას მოგვცემს, დავაკმაყოფილოთ ყველაზე მაღალი სტანდარტების მომხმარებლების მოლოდინიც კი. Verona-სთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია Arkan Property-სთვის, რადგან ჩვენთვის პრიორიტეტულია ბინების ხარისხი, დახვეწილი და მყუდრო გარემოს შექმნა მყიდველისთვის“.

„Verona“–ს თანადამფუძნებელი არჩილ მგალობლიშვილი:
„მოხარულები ვართ Verona-ს დიზაინის ფილოსოფია გადმოვიტანოთ Arkan-ის საცხოვრებელ პროექტებში. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ესთეტიკისა და კომფორტის შერწყმა. ეს ბუნებრივი სინერგიაა ხარისხიან დიზაინსა და პრემიუმ უძრავ ქონებას შორის.“

Scroll to Top
Leave a number (Geogorian)

Arkan

დატოვე ნომერი

 

გთხოვთ შეავსოთ საჭირო ველები. ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ!

 

 

დაგვიკავშირდით

 

  +995 595 05 66 66

  info@arkan-property.com

 

Add Your Heading Text Here

Lisi Luxury Residence