
Arkan Property აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას ერთგულების პროგრამით – Arkan Property Prime. ეს არის ლოიალობის ბარათი, რომელიც მიზნად ისახავს Arkan Property-ის მომხმარებლებისთვის განსაკუთრებულ შეთავაზებებს სახლის და მასთან დაკავშირებულ სერვისებსა თუ პროდუქტებზე, როგორიცაა: რემონტი, ავეჯი, ტექნიკა, სახლის დაზღვევა, ველნესი და სხვა..
Arkan Property Prime-ის მონაწილეები მიიღებენ სპეციალურ შეთავაზებებს წამყვანი ბრენდებისგან საქართველოში:
-
Verona – პრემიუმ კლასის ავეჯი და ინტერიერის დიზაინი
-
Veneto Design – სახლის პრემიუმ აქსესუარები
-
GPIH Holding – სახლისა და სიცოცხლის კომპლექსური დაზღვევა
-
Bene Group – ყველაზე მსხვილი სატრანსპორტო კომპანია საქართველოში
-
Mi Store – Xiaomi-ის ყველაზე ფართო ქსელი საქართველოში
-
Sam Raan Spa – განტვირთვა და ველნესი
უძრავი ქონების შეძენის მომენტიდან ინტერიერის ბოლო დეტალამდე, Arkan Property გთავაზობთ სანდო და მაღალხარისხიან პარტნიორებს, რაც სახლის ფლობისა და მოწყობის პროცესს მარტივსა და სასიამოვნოს ხდის.
„ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ მომხმარებელთან ურთიერთობას და გვჯერა, რომ ისინი იმსახურებენ მეტს. ჩვენ გვინდა რომ სახლის შეძენის პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო გავხადოთ“ — Arkan Property-ის გაყიდვების მენეჯერი იასმინ ალჯანაბი.
სლოგანით „Arkan Prime — თქვენი კომფორტისთვის“, პროგრამა ასახავს Arkan-ის მისწრაფებას შექმნას გრძელვადიანი ურთიერთობები — აქცენტით მომსახურებაზე, ნდობასა და ცხოვრების ხარისხზე.
Arkan Property — ეს არის უძრავი ქონების კომპანია, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს იპოვონ მათთვის იდეალური საცხოვრებელი.