Lisi Luxury Residence არის ადგილი, სადაც თანამედროვე ცხოვრება მჭიდროდაა დაკავშრებული კომფორტთან, ეფექტურობასა და მდგრადობასთან.
პროექტის არქიტექტორი, თამთა გარუჩავა გვიზიარებს ობიექტის უპირატესობებს.
მობინადრეების მაქსიმალური კომფორტისთვის პროექტში გათვალისწინებულია ყველაფერი, რაც თანამედროვე ადამიანს სჭირდება, ადამიანს რომელიც უნდა იყოს ყველგან ერთდროულად. ჯანსაღი ცხოვრების სტილის მოყვარულთათვის პროექტში დაგხვდებათ: სარბენი ბილიკები,
სპორტული მოედანი, ღია საცურაო აუზი.
Lisi Luxury Residence-ში ეწყობა საერთო სამუშაო სივრცე და საოფისე ფართები მათთვის ვისთვისაც სახლის ეზოდან გაუსვლელად საოფისე საქმეების კეთებაა მნიშვნელოვანი. პროექტის 1-ლი ბლოკის პირველ სართულზე კი აგროჰაბის ჰიპერმარკეტი, აფთიაქი და სპორტული
დარბაზი იქნება მოწყობილი. მობინადრეები კონსიერჟისა და დაცვის 24 საათიანი სერვისით ისარგებლებენ.
გარდა ყველასათვის მარტივად აღქმადი უპირატესობებისა პროექტს ბევრი დეტალი გამოარჩევს, რომელიც შეიძლება ერთი შეხედვით შეუმჩნეველი იყოს, თუმცა საერთო სურათს რადიკალურად ცვლის და ცხოვრების ხარისხიც სულ სხვა დონეზე აჰყავს.
პირველ რიგში ალბათ ხაზგასასმელია ენერგოეფექტურობა, რომელსაც დათბუნებული კედლების, ენერგოეფექტური მინების და თბო და ხმო იზოლაციის წყალობით ვიღებთ, შედეგად კი მობინადრეები 40% ზოგავენ კომუნალურ ხარჯებს. მშენებლობის პროცესი კი მიმდინარეობს უმაღლესი ხარისხის მასალებით, მაგალითად როგორიცაა ავსტრიული ბრენდ დოკას საყალიბე და უსაფრთხოების სისტემები, რომლებიც იდეალურად სწორი და მდგრადი კედლების გარანტია.
პროექტი სრულად მორგებულია თანამედროვე ადამიანს, ანუ ადამიანს, რომელიც მიისწრაფის, როგორც პროდუქტიულობისკენ, ისე კომფორტისა და სიმშვიდისკენ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ დეკა ლისი, ლოკაციითა და ყველა თავისი სხვა უპირატესობით, სრულად პასუხობს იმ გამოწვევას, რომელსაც თანამედროვე ადმაინის საჭიროებების სრულად დაკმაყოფილება ჰქვია.