ეკონომიკის მინისტრი: საქართველოს ეკონომიკური გარემო საერთაშორისო ინვესტორების ნდობას ზრდის

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ისეთი ბიზნესგარემოს შექმნა, რომელიც კერძო ინვესტიციების დაცვას, საერთაშორისო პარტნიორობის წახალისებასა და მსხვილი პროექტების სწრაფად და პროგნოზირებად განხორციელებას უზრუნველყოფს, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, საქართველო სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო კომპანიებისთვის, რომლებიც ქვეყანაში არა მხოლოდ საქმიანობის დაწყებას, არამედ გრძელვადიან განვითარებასა და ინვესტირებასაც გეგმავენ.

მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა თანამედროვე ურბანული განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საცხოვრებელი, სასტუმრო, კომერციული და რეკრეაციული ფუნქციების გაერთიანება ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას, ბიზნესაქტივობის ზრდასა და ქალაქის განვითარებას უწყობს ხელს. ამასთან, ურბანული სივრცეების განახლება შესაძლებელია ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პატივისცემის გათვალისწინებით.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც მაღალი დამატებული ღირებულების ინვესტიციებს, თანამედროვე ურბანულ განვითარებასა და საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„ბოლო პერიოდში საქართველოში არაერთი მასშტაბური საინვესტიციო და დეველოპერული პროექტი დაიწყო. თითოეული მათგანი განსხვავებულია, თუმცა მათ ერთი საერთო აქვთ – ისინი ასახავენ იმ ნდობას, რომელიც ინვესტორებსა და საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს ეკონომიკის მიმართ აქვთ. სწორედ ეს არის მშვიდობაზე, სტაბილურობასა და შედეგზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებასა და საზოგადოების კეთილდღეობის ზრდას ემსახურება“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, თანამედროვე ეკონომიკური განვითარება მოითხოვს ისეთი ურბანული სივრცეების შექმნას, რომლებიც ერთდროულად იზიდავს ინვესტიციებს, ქმნის სამუშაო ადგილებს, ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას, ზრდის კომერციულ აქტივობას და აუმჯობესებს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს.

მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო კომპანიების, არქიტექტორებისა და ურბანული დაგეგმარების სპეციალისტების მონაწილეობა მსხვილ პროექტებში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს წარმოაჩენს.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოში განხორციელებული მასშტაბური საინვესტიციო ინიციატივები მიუთითებს როგორც უცხოური კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობებზე, ისე სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორის განვითარების ახალ ეტაპზე.

მინისტრის თქმით, სტაბილური ბიზნესგარემო, ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართული პოლიტიკა და საერთაშორისო პარტნიორობისთვის ღიაობა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორებისთვის სანდო და მიმზიდველ ქვეყნად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

Scroll to Top
Leave a number (Geogorian)

Arkan

დატოვე ნომერი

 

გთხოვთ შეავსოთ საჭირო ველები. ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ!

 

 

დაგვიკავშირდით

 

  +995 595 05 66 66

  info@arkan-property.com

 

Add Your Heading Text Here

Lisi Luxury Residence